The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ხორბალაძე

მერაბ ხორბალაძე
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1965
გარდაცვ. თარიღი:8 სექტემბერი, 1992  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

სწავლობდა ქარელის 155-ე ტექნიკურ სასწავლებელში.

საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობდა ბალტიისპირეთში. მუშაობდა გორის ხელსაწყოების ქარხანაში, საბინაო სამმართველოში. იმ პერიოდში, როცა საქართველოში ყალიბდებოდა ერთიანი საჯარისო ფორმირება, ქართველ შევარდენთა ლეგიონში ჩაირიცხა, იყო დაზვერვის უფროსი. საქართველოს ეროვნული გვარდიის გორის მე-11 ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა სამაჩაბლოში, ცხინვალის რეგიონში, მონაწილეობას იღებდა განათში, ფრისში, ერგნეთში, მამისაანთუბანში გამართულ ბრძოლებში. დაიღუპა 1992 წლის 8 სექტემბერს სოხუმთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.533


გააზიარე: