The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აქვსენტი უთურგაიძე

აქვსენტი უთურგაიძე
დაბადების თარიღი:1912
გარდაცვ. თარიღი:1968  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ალვანი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა–მევენახეობის ფაკულტეტი 1937 წელს.

1932 წლამდე მუშაობდა ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურის სკოლის დირექტორად; 1938-1939 წწ. ქუთაისის შამპანური ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ; 1939-1941წწ. კარდანახის ღვინის ქარხანის მთავარ მეღვინედ; 1941–1942წწ.  სამხედრო სამსახურშია; 1942-1951წწ. რეპრესირებული; 1966-1968წწ. მუშაობდა ხირსის ღვინის ქარხნის, კარდანახის ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინის მოადგილედ, კაჭრეთის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ, სამგორის მებაღეობა–მევენახეობის მეურნეობაში ჯიშთა გამოცდის სახელმწიფო ინსპექტორად, ლაბორატორიის გამგედ.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.134


გააზიარე: