The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არკადი ტერ-თათევოსიანი

არკადი ტერ-თათევოსიანი
Date of birth:22 May, 1939
Date of death:31 March, 2021  (at 81 years)
Category:Public official, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ბაქოს საერთო-საჯარისო სამეთაურო სასწავლებელი და ლენინგრადის ზურგისა და ტრანსპორტის სამხედრო აკადემია.

აკადემიის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიის შეზღუდულ სამხედრო კონტინგენტში, ავღანეთის დემოკრატიულ რეპუბლიკაში, შემდეგ გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიასა და ბელორუსიაში, 1987 წლიდან - სომხეთში. 1988 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა მოხალისეთა სწავლებებში. 1990 წელს გახდა მოხალისეთა რაზმ "დავიდ სასუნცის" წევრი. რაზმი იცავდა სასაზღვრო სომხურ სოფლებს. 1991 წელს დანიშნეს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული პირველი სახელმწიფო სამხედრო უწყების – თავდაცვის კომიტეტის გარეშე სამხედრო მომზადების განყოფილების უფროსად, კომიტეტი რესპუბლიკის სასწავლო დაწესებულებებში, ყოფილ დოსააფში და სხვა ორგანიზაციებში მიზნობრივ მუშაობას ახორციელებდა, სწავლობდა სახელმწიფოთა გამოცდილებას შეიარაღებული ძალების მშენებლობის საქმეში. იგი აგრძელებდა თავისი ცოდნის და მდიდარი გამოცდილების გამოყენებას თავდაცვის სამინისტროს კადრების აღზრდის სამმართველოს უფროსის, შემდეგ კი მინისტრის თანაშემწის თანამდებობებზე. 2002 წლიდან მუშაობდა ყოფილ დოსააფში. სამხედრო კარიერის ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა სპეციალისტების მომზადებას სომხეთის შეიარაღებულ ძალებში. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. გენერალ-მაიორი (1992).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.2017-218

Awards and Honors

  • 2021 - სომხეთის ეროვნული გმირი (გარდაცვალების შემდეგ)
  • 1998 - ქ. ერევნის საპატიო მოქალაქე
  • სომხეთის საბრძოლო ჯვრის I ხარისხის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი

Share: