| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ბატიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი. დაამთავრა ბაკურციხის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი; თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი; სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიული სკოლა. მუშაობდა წინანდლის საბჭოთა მეურნეობაში ბრიგადირად, აგრონომად, სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ, პარტიის თელავის რაიკომის ინსტრუქტორად, განყოფილების გამგედ, მეორე მდივნად; 1960-1970წწ. ახმეტის პარტიის რაიკომის პირველი მდივანად; 1970-1973წწ. თელავის რაიკომის პირველი მდივანად, რაიაღმასკომის თავმჯდომარედ; 1973-1981წწ. წინანდლის ღვინის ქრხნის დირექტორად; 1982-1089წწ. წინანდლის საწარმოო გაერთიანების დირექტორის მოადგილედ. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატად, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრად. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.135
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

