The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაბულია ყარამანიშვილი

ბაბულია ყარამანიშვილი
დაბადების თარიღი:1916
გარდაცვ. თარიღი:1986  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაკურციხე, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა ბაკურციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი 1933 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევებახეობის ფაკულტეტი აგრონომ-მეღვინის კვალიფიკაციით 1938 წელს.

1938-1939წწ. იყო სამტრესტის გომის სპირტის ქარხანის ლაბორატრიის გამგე; 1939-1943წწ. ხირსის საბჭოთა მეურნეობის ლაბორატორიის გამგე; 1943-1954წწ. სამტრესტის ცენტრალური ლაბორატორიის გამგე; 1954-1955წწ. თბილისის N2 ღვინის ქარხნის ლაბორატორიის გამგე; 1955 წლიდან თბილისის N1 ღვინის ქარხნის ლაბორატორიის გამგე. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.139

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე

გააზიარე: