| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო ბარბაქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არგვეთი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა ზესტაფონის პედაგოგიური ტექნიკუმი 1933 წელს; საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიზატორის კვალიფიკაციით 1941 წელს. 1934-1936წწ. მუშაობდა საქართველოს ალკკ ზესტაფონის რაიკომში სხადასხვა თანამდებობებზე; 1941-1944წწ. ლაგოდეხის რაიონის მანქანა–ტრაქტორთა სადგურის უბნის უფროსად, უფროს მექანიკოსად; 1944-1948წწ. დიღმის მანქანა–ტრაქტორთა სადგურის დირექტორად; 1948-1958წწ. ქარელის რაიონის აგარის შაქრის კომბინატის დირექტორად; 1958-1959წწ. აგარის სარემონტო–სატრაქტორო სადგურის დირექტორად; 1959-1961წწ. საქსოფლტექნიკის ზესტაფონის გაერთიანების მმართველად; 1975-1980წწ. ბუნების დაცვის ზონალური ინსპექციის უფროსად; 1980–1986წწ. ღვინის მრეწველობის ზესტაფონის საწარმოო გაერთიანების გენერალურ დირექტორად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.142 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

