The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან-ანასტასია კალანდაძე

რუსუდან-ანასტასია კალანდაძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

აღმოჩენილი აქვს პელაზგურ მითოსში დაფარული კოდი – მითოსის უშუალოდ კოლხური წარმომავლობის შესახებ; პითაგორას ათსაფეხურიანი სისტემის ციფრი 5- ის საიდუმლოება: რატომ უდრის "ქორწილს"; მაიას ტომის კალენდარზე ამოკვეთილი სიტყვების "4 ახაუ და 8 კუმხუს" ქართული წარმომავლობა; სულხან საბა ორბელიანის ანბანის მესამე მწკრივის უ(+ჳCb) დაფარული კოდის გახსნა, რაც ცხადყოფს ქართული ანბანური დამწერლობის სამხრეთ სემიტურიდან წარმომავლობას; ასევე სულხან-საბა ორბელიანის პირველი ანბანური მწკრივი – როგორც ქრისტეს შარავანდედი; სამყაროს მუსიკალური 7 ნოტი – იბერიელი ხალხის წარმართული პანთეონი; "კვანტური ფიზიკა და ავი თვალი" და სხვა; გამოქვეყნებული აქვს ორი სამეცნიერო ნაშრომი: "აინშტაინის რელატივობის თეორია მოსე გოგიბერიძის ფილოსოფიის შუქზე"; "ქართველი ერის ფილოსოფიური აზროვნების სათავეებთან"; მხატვრული ნაწარმოებებიდან გამოქვეყნებული აქვს: "ზღვის მოლუსკი და ვერცხლისფერი მოციმციმე თევზი" – ლექსებთან ერთად, "ნოიშვაინშტაინის სასახლის საიდუმლოება", დაწერა 22 ზღაპარი სემიტური ანბანის ასოების მიხედვით. ზღაპრების კრებულს "მეფე სოლომონის საგანძური" ქვია, მოთხრობების კრებული: "რად უნდა გიყვარდეს მტერი შენი", "რატომ წყდება ვარსკვლავი ციდან" და "ვედრება მზისა ანუ ბერი და სიყვარული", "ლილისფერი ჰორტენზიები", "ვერცხლის სატევარი", "კაფეში", "დაღლილი მზე" და "ძაფი". სამეცნიერო კვლევებიდან დასრულებულია "ოქროს საწმისის მითის რეალური და ყალბი ვერსიები", ასევე "მეფე სოლომონის საგანძურის" მეორე და მესამე ნაწილი, "მთვარიანი ღამის ზღაპრები (60-მდე)".  დაჯილდოებულია საპატიო სიგელით და საერო სამეცნიერო აკადემია "ფაზისის" ოქროს დიპლომით. "ფაზისის" პრეზიდენტმა  საზეიმო ვითარებაში გადასცა ოქროსწვერიანი საწერკალამი. 2022 წელს დაჯილდოვდა აკადემია "ფაზისი კოლხეთის" აკადემიკოსის ოქროს დიპლომით.

წყარო: ქართველი გენიოსები იოანე პეტრიწი, ნიკო მარი და მათთან დაკავშირებული ალექსანდრე ფრიდმანისა და ჟორჟ ლემეტრის გაფართოებადი სამყაროს ფიზიკური თეორია : (გზა XI საუკუნიდან XX საუკუნემდე) : წერტილის საიდუმლო / რუსუდან-ანასტასია კალანდაძე.-თბ.,2026.-42გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: