| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ნიკოლაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გამოჩინებული, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1945 წელს. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში; 1945-1948წწ. მუშაობდა ღვინის მრეწველობაში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1949-1966წწ. თბილისის კონიაკის ქარხანა, საამქროს უფროსი, უფროსი ტექნოლოგი; 1966-1971წწ. თბილისის კონიაკის ქარხანა, მთავარი ტექნოლოგი; მონაწილეობდა სამარკო კონიაკების - "თბილისი", "გრემი", "ვარძია", "საიუბილეო", "აფხაზეთი" და სხვ. შექმნაში; იყო ალკოჰოლური სასმელების მთავარი ექსპერტი საქართველოდან იუგოსლავიაში, ალჟირში, საფრანგეთში. დაჯილდოებული იყო ერევნის საერთაშორისო ღვინის ფესტივალის დიდი ვერცხლლის მედლით, "დეგუსტაციის დიდი რაინდის" მედლით. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.145-146 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

