The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერი ჯამბაზიშვილი

ვალერი ჯამბაზიშვილი
დაბადების თარიღი:1966
გარდაცვ. თარიღი:1993  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1984 წელს დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი. 1986-1987 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა ჩეხოსლოვაკიაში. მუშაობდა ვაგონშემკეთებელ ქარხანაში შემდუღებლად, შემდეგ სამშენებლო სამმართველოში. 1989 ჩაირიცხა ხარკოვის იურიდიული აკადემიის დასწრებულ განყოფილებაზე. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს იყო ბაბუშერის საარტილერიო ნაწილის დესანტი. დაიღუპა 1993 წელს სოფელ შრომასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.541


გააზიარე: