The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ გელაშვილი

ვლადიმერ გელაშვილი
Date of birth:1919
Date of death:1969  (at 50 years)
Category:Educator, Agricultural Worker, Technologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნუკრიანი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა ბაკურციხის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი; საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1946 წელს.

დიდი სამამულო ომის მონაწილე (1941-1943), საიდანაც დაინვალიდებული დაბრუნდა; 1937-1938წწ. სოფელ ბაკურციხის აგროტექნიკოსი; 1943-1944წწ. მუშაობდა სიღნაღში: პედაგოგიურ ტექნიკუმში და სამხედრო კომისარიატში; 1944-1950წწ. ხირსის ღვინის ქარხანის მეღვინის მოადგილედ; 1950-1955წწ. ნაფარეულის საბჭოთა მეურნეობის ღვინის ქარხნის უფროს მეღვინედ; 1950-1962წწ. წინანდლის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ; 1962-1969წწ. სამტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.147-148

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე

Share: