| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბახუტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი 2012 წელს. 2012 წლიდან არის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. პოპულარობა მოუტანა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ნათამაშებმა "ცოტნე ცოტაშვილის" როლმა. ილიაუნის თეატრში შესრულებული როლები: დათო – "ჟლეტის ღმერთი" (რეჟისორი: დავით ჭაბაშვილი). მნიშვნელოვანი როლები სხვა თეატრებში: მუსიკისა და დრამის თეატრი: დრუნჩა (კედელი) – "ზაფხულის ღამის სიზმარი" (რეჟისორი: დავით დოიაშვილი), ქორო – "კარმენი" (რეჟისორი: დავით დოიაშვილი), ქორო – "ანტიგონე" (რეჟისორი: პაატა ციკოლია), კურტი – "ცეცხლსახოვანი" (რეჟისორი: დავით პაპავა); შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი: ტომი – "მინის სამხეცე" (რეჟისორი: თათული გომართელი); თავისუფალი თეატრი: გიო – "მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი" (რეჟისორი: გოგი თოდაძე); კინო და ტელე როლები: ცოტნე – სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" (რეჟისორი: გიორგი ლიფონავა), მზადება (რეჟისორი გოგა, ციკოლია, 2012), სტუმარი (რეჟისორი ნინო შბურიშვილი, 2015), ვენეცია (რეჟისორი რუსუდან ჭყონია, 2022). თეატრისა და კინოს მსახიობი, ტელეწამყვანი. წყარო: ილიაუნის თეატრი: iliaunitheatre.ge<
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

