The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ მაჭავარიანი

ნოდარ მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:1920
გარდაცვ. თარიღი:1990  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფილაციით 1946 წელს; საქართველოს მებაღეობა-მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1952 წელს.

1946-1989 წლებში მუშაობდა საქართველოს მებაღეობა-მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1953-1989 წლებში ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ექსპერიმენტულ ღვინის ქარხანას. გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნიერო შრომები. დაჯილდოებული იყო  სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მედლებით. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.150

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ)

გააზიარე: