| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოვანეს უნანიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ახალქალაქი. დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1975 წელს. 1975 წლიდან მუშაობდა სომხეთის სსრ შსს აპარატში. 1975-1977წწ. - სპანდარიანის რაიონის შს განყოფილებაში, არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციაში, უფროსი ინსპექტორი; 1977-1983წწ. - იმავე განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი; 1983 წელს ქ. ერევნის შსს სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების მთავარი ინსპექტორი; 1983-1984წწ. - სპანდარიანის რაიონის შს განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ქვეგანყოფილების უფროსი; 1984-1991წწ. - ორჯონიკიძის რაიონის შს განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებული, უფროსი ოპერრწმუნებული; 1991-1993წწ. - იმავე განყოფილებაში, სისხლის სამძებროს ქვეგანყოფილების უფროსი, შემდეგ განყოფილების უფროსის მოადგილე; 1993-1994წწ. - შაუმიანის რაიონის შს განყოფილების უფროსი; 1994 წელს - ქ. ერევნის შს სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1994-1996წწ. - რესპუბლიკის შსს მინისტრის მოადგილე; 1996-1997წწ. - შაუმიანის შს განყოფილების უფროსი; 1997-2003წწ. - რესპუბლიკის შს მინისტრის მოადგილე. 2003 წლიდან - რესპუბლიკის პოლიციის უფროსის მოადგილე. მინიჭებული აქვს ორდენები და მედლები: დრასტამათ კანაიანის ორდენი, გარეგინ ნჯდეს ორდენი, ანდრანიკ ოზანიანის ორდენი, მარშალ ბაგრამიანის ორდენი, ორდენი - "დამსახურებისათვის სამშობლოს წინაშე" (2001), რუსეთის ფედერაციის შსს დამსახურებული თანამშრომელი (2001), 2002 - სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების დამსახურებული თანამშრომელი (2002), სომხეთის რესპუბლიკის შსს დამსახურებული თანამშრომელი (2003). პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი (2003).
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

