| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ჯალალი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის 110-ე პროფსასწავლებელი ელექტროშემდუღებლის სპეციალობით. 1987 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, რომლის მოხდის შემდეგ მუშაობა დაიწყო "კავკაზელექტროქსელის" № 90 მექანიკურ კოლონაში მძღოლად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წელს 7 დეკემბერს მოხალისედ ჩაირიცხა ბატალიონ "ავაზაში", დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისის დესანტის გადმოსხმის დროს სოფელ ტამიშთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.544
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

