The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ ჩიქოვანი

მარიამ ჩიქოვანი
Other name:მაია ჩიქოვანი
Date of birth:17??
Date of death:18??
Category:Calligrapher, Translator

Biography

მარიამ (მაია) პეტრეს ასული ჩიქოვანი პეტერბურგის ქართული კოლონიის წარმომადგენელი იყო. როგორც ჩანს, ის XIX საუკუნის დამდეგს გაემგზავრა რუსეთში იქ გაშალა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. 1817 წელს გადაწერა ანსილიონის "ესტეტიკებრი განსჯანი". გადამწერის ანდერძი იუწყება: "ეს ესტეტიკებრნი განსჯანი სთარგმნა რუსულით ქართულად საქართუელოს მეფის გიორგი მეცამეტის პირმშომან ძემან ღენერალ ლეიტენანტმან სენატისა - მან წმინდის ალექსანდრე ნევსკისა და წმინდის ანნასი პირველისა ხარისხისა კავალერმან დავით. ხოლო მე გარდავნუსხე თავადის ჩიქოვანის პეტრეს ასულმან მარიამ სანკტპეტერბურღს, წელსა 1817-სა, ოგუსტოს 4-სა". მაია ჩიქოვანი პირველი ქართველი "კარტოგრაფი ქალია. მისი ბიოგრაფია ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართველი ქალები დაინტერესებულნი იყვნენ არა მარტო ლიტერატურით, მათ ზუსტ მეცნიერებებზედაც მიუწვდებოდათ ხელი. მაიას ანა დედოფლის დავალებით დაუმზადებია დიდი ქართველი გეოგრაფის ვახუშტის რუკების პირები". მას გაუწევია დიდი შრომა, რის შედეგადაც ასლი დედანს ბევრად არ ჩამორჩება. ამიტომაცაა, რომ მაიას ნაშრომი სპეციალისტთა მაღალ შეფასებას იმსახურებს. სად მიიღო მაიამ შესაამისი განათლება, ამის ცნობები არ მოიპოვება. პირველი ქართველი კარტოგრაფი ქალის მარიამ (მაია) ჩიქოვანის ნამუშევარი წარმოაჩენს ქართული კარტოგრაფიის მაღალ დონეს". შემორჩენილია ამ ღვაწლმოსილი მანდილოსნის სურათი. გადამწერ-მწიგნობარი, კარტოგრაფი.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.174-175; radiotavisupleba.geპირველი ქართველი კარტოგრაფი ქალი : მაია პეტრეს ასული ჩიქოვანი / გრ. ზარდალაშვილი // დროშა. - თბილისი, 1963. - N3. - გვ.18


Share: