The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე აღაჯანოვი

Date of birth:1945  (81 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: წალკის რაიონი.

მუშაობდა რიაზანის ოლქის ჩუჩკოვოს რაიონის პროკურატურის გამომძიებლად. 1977 წელს გადაიყვანეს საქართველოში, ბოლნისის რაიონში, პროკურორის თანაშემწედ. შემდეგ მუშაობდა ამიერკავკასიის სატრანსპორტო პროკურორის უფროს თანაშემწედ, მარნეულის რაიონის პროკურორატურის კანცელარიის გამგედ, პროკურორის მოადგილედ, საქართველოს პროკურატურის საგამომძიებლო სამმართველოს, შსს ორგანოებში გამოძიების და მოკვლევის ზედამხედველობის განყოფილების უფროს პროკურორად. 1993 წლის აპრილიდან მუშაობდა რუსეთის ფედერაციის პროკურატურის სისტემაში, სარაიონო პროკურატურის გამომძიებლად, რუსეთის შსს საგამომძიებლო კომიტეტის, განსაკუთრებულ საქმეთა გამოძიების და ზედამხედველობის განყოფილების პროკურორად. 1999 წლის დეკემბერში დააწინაურეს სამმართველოს უფროსის მოადგილედ – რუსეთის გენერალური პროკურატურის, განსაკუთრებულ საქმეთა გამოძიების და ზედამხედველობის განყოფილების უფროსად. დაჯილდოებულია სამკერდე ნიშნით "რუსეთის ფედერაციის პროკურატურის საპატიო მუშაკი" (1998) და ცეცხლსასროლი სახელობითი იარაღით -"მაკაროვის" სისტემის მოდერნიზირებული პისტოლეტით. III კლასის იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი (2000). 

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.224


Share: