| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გევორქ ისახანიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თეთრიწყარო. 1977 წელს გაიწვიეს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში; დაამთავრა რიაზანის უმაღლესი სამხედრო-სადესანტო სამეთაურო სასწავლებელი 1981 წელს; მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1993 წელს. მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილებში. მეთაურობდა საპარაშუტო-სადესანტო ოცეულს, იყო საპარაშუტო-სადესანტო ასეულის მეთაურის მოადგილე და მეთაური. 1987 წლიდან მსახურობდა ავღანეთში, საბჭოთა კავშირის შეზღუდული სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში, საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონის შტაბის უფროსად. მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების სრულ გამოყვანამდე (1989 წელი). საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ, მეთაურობდა საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონს, ბელორუსიის და მოსკოვის სამხედრო ოლქებში. მონაწილეობდა ყოფილ სსრკ ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტების ლოკალიზაციაში. მსახურობდა საპარაშუტო-სადესანტო პოლკის მეთაურად. იბრძოდა 1994-1996წწ. ჩეჩნეთის პირველი ომის დროს. 1996-1997წწ. მონაწილეობდა ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, სამშვიდობო ოპერაციაში, საპარაშუტო-სადესანტო ჯარების ბრიგადის შტაბის უფროსად. 1998 წელს დანიშნეს 76-ე გვარდიული საჰაერო-სადესანტო დივიზიის, 234-ე გვარდიული საპარაშუტო-სადესანტო პოლკის მეთაურად (ქ. ფსკოვი). 1999-2000წწ. იბრძოდა ჩეჩნეთსა და დაღესტანში, შემდეგ იბრძოდა ჩეჩნეთის მეორე ომის ბრძოლებში. 2000 წლიდან მსახურობდა ფსკოვის სამხედრო-საჰაერო ჯარების დივიზიის შტაბის უფროსად; 2002 წლის მაისიდან - რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ჯარების საბრძოლო მომზადების უფროსად; 2006 წლიდან - სვერდლოვსკის ოლქის "რუსეთის თავდაცვის სპორტულ-ტექნიკური ორგანიზაციის" (РОСТО) უფროსად. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით: ორდენი საბრძოლო თანამეგობრობის განმტკიცებისათვის, ჟუკოვის სახელობის ორდენი, ორდენი "მამაცობისთვის", რუსეთის ფედერაციის გმირი (2000). გენერალ-მაიორი (2004). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

