The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან სამხარაული

ლევან სამხარაული
Date of birth:24 March, 1980
Date of death:22 May, 2005  (at 25 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

ფასდაუდებელია მისი დამსახურება საქართველოში სასამართლო ექსპერტიზის განვითარების საქმეში. სწორედ ლევან სამხარაულის ხედვითა და ძალისხმევით, 2004 წელს საექსპერტო სფერომ განიცადა ფუნდამენტური ტრანსფორმაცია. მისი ინიციატივით, ქვეყანაში არსებული ცალკეული საექსპერტო ლაბორატორიები გაერთიანდა და ჩამოყალიბდა, როგორც ერთიან სისტემაში მოქცეულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, თანამედროვე საექსპერტო დაწესებულებად. ლევან სამხარაულის თაოსნობით, დაიწყო ბიუროს ინსტიტუციური განვითარება. მისი ხელმძღვანელობით გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯები, საერთაშორისო სტანდარტებისა და მეცნიერული მეთოდოლოგიების დასანერგად. პარალელურად, დაიწყო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ქართველ ექსპერტებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, დაემყარებინათ პროფესიული კავშირები უცხოელ კოლეგებთან და გაეზიარებინათ მათი ცოდნა და გამოცდილება. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ბიურომ დაიმკვიდრა მიუკერძოებელი, ობიექტური და სანდო საექსპერტო დაწესებულების რეპუტაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე და დღესაც, დანერგილი მეთოდებით, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიებით და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებით მოწინავეა მთელი რეგიონის მასშტაბით. სამწუხაროდ, მოღვაწეობიდან მოკლე დროში, 2005 წელს, ლევან სამხარაული ტრაგიკულად დაიღუპა. თუმცა, მისი სახელი უკვდავყოფილია –  2006 წელს ექსპერტიზის ბიურო ლევან სამხარაულის სახელს ატარებს, რომელიც ექსპერტიზის დარგში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის — სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ის სრულუფლებიანი წევრია. 2021 წლის აპრილში ლევან სამხარაულის დის, ნუკი სამხარაულის იდეითა და რედაქტორობით გამოიცა წიგნი "მე არსად სხვაგან არ ვარ", რომელშიც თავმოყრილია ლევან სამხარაულის მიერ 19-20 წლის ასაკში შესრულებული ნახატები, ლექსები და ჩანახატები. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი.
წყარო: სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო: facebook.com

Share: