| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე სიხარულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუკუზანი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1949 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1959 წელს. 1964 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობებზე: გურჯაანის კომკავშირის რაიკომის მდივნად, პირველ მდივნად; პარტიის გურჯაანის რაიკომის ინსტრუქტორად, რაიკომის მეორე მდივნად; 1964–1976წწ. ველისციხის ღვინის ქარხნის დირექტორად; 1976-1979წწ. სოფელ შრომის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად; 1979-1984წწ. მუკუზნის N1 ღვინის ქარხნის დირექტორად. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.158
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

