| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ტურაბელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა ქ. ივანოვოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1975წწ. ქ. მაგნიტოგორსკის (რსფსრ) პირველ საავადმყოფოში გაიარა ერთწლიანი ინტერნატურა ბავშვთა ქირურგიაში; 1975-1976წწ. ქ. ბორჯომის მე-2 სკოლა-ინტერნატის ექიმი-ორთოპედი; 1976 წელს ამიერკავკასიის ბორჯომის რკინიგზის საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი, ბორჯომის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი; სხვადასხვა პერიოდში გავლილი აქვს კვალიფიკაცია ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში: ბავშვთა ქირურგიაში (1972), ზოგად ქირურგიაში (1980) და სამედიცინო ორგანიზაციის საფუძვლებში (1985). ბავშვთა ქირურგი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.237-238
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

