| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დაზმირ ცანავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა ქ. სტავროპოლის სამედიცინო ინსტიტუტი (ქალაქი რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონი) 1964 წელს. 1964-1970წწ. გაიარა დახელოვნება ქ. მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ზოგად ქირურგიაში, თორაკალურ და გულსისხლ-ძარღვთა ქირურგიაში; 1966-1970წწ. ასპირანტურა რიაზანის სამედიცინო ინსტიტუტში გაიარა; 1972 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია საყლაპავი მილის და კუჭის კარდიალური ნაწილის ქირურგიის თემაზე; 1975 წელს გამოსცა მონოგრაფია "საყლაპავი მილის გულმკერდის ნაწილის ქირურგიული მიდგომების შესახებ" რომელმაც 1976 წელს რუსეთის ფედერაციის დიპლომი მიიღო, როგორც საუკეთესო წიგნმა; 1964-1973წწ. მუშაობდა ქ. ვლადიმირის საოლქო საავადმყოფოში ზოგად და თორაკალურ ქირურგიაში; ქ. რიაზანის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე გულ-სისხლძარღვთა ქირურგიაში; 1974 წლიდან დაბრუნდა საქართველოში და იყო "ენგურის სამედიცინო კომპლექსის" გენერალური დირექტორი; 2002-2010წწ. იგი როგორც სრული პროფესორი, ხელმძღვანელობდა კათედრებს ზუგდიდის დამოუკიდებელ და სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არის მრავალი სამედიცინო ნაშრომის ავტორი, რომელიც ეხება საყლაპავი მილის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ელექტროფიზიოლოგიას და კუჭზე ნაკლებ ტრავმულ და უფრო ფიზიოლოგიური ოპერაციების დამუშავებას. იგი არის კუჭის ოპერაციის ახალი მეთოდის ავტორი, რომელსაც მინიჭებული აქვს საავტორო უფლება. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "12-გოჯა ნაწლავის ქირურგიის თანამედროვე მიდგომების შესახებ", დაიცვა 2002 წელს. წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.34
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

