| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო![]()
ბიოგრაფიასოფიო ქართველ მწიგნობარ ქალთა ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია. ცნობები მის შესახებ პირველად 1941 წელს დაიბეჭდა. პოეტის ვინაობაზე ზუსტი ცნობები არ მოიპოვება. სამეცნიერო ლიტერატურაში დასმულია კითხვა: "ხომ არ არის ეს ქალი სოლომონ ლიონიძის მეუღლე – სოფიო, ნიკოლოზ ბარათაშვილის "ბედი ქართლისას" გმირი ქალი?". სოფიოს ლექსებიდან ჩანს, რომ იგი იყო იოანე ბატონიშვილის მეუღლის ქეთევან წერეთლის თანამედროვე. მან კარგად იცოდა, რომ ქეთევანის ერთადერთი ვაჟი 1812 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო რუსეთში გაიწვიეს. სოფიოს ქეთევანის დავალებით გადაუწერია: "მეტაფრასი ღვთისმშობლის მიცვალებისა", რომელზეც დაურთავს ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი, "ნინოს ცხოვრება", XVIII-XIX საუკუნეების ქართული ჰაგიოგრაფაული კრებულების ნინოს ცხოვრების ტექსტი, მასზე დაურთავს "ნინოსადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი სოფიოსა". სოფიო გვამცნობს ამ ლექსის დაწერის თარიღს. როგორც ჩანს, ლექსი დაწერილია 1814 წელს. სოფიოსვე გადაუწერია გრიგოლ დოდორქელ-ვახვახიშვილის "წამება ქეთევან დედოფლისა" და ბოლოს ასევე დაურთავს აგრეთვე საკუთარი ლექსი მიძღვნილი ქეთევან დედოფლისადმი. სოფიოს ლექსები არ არის მაღალი ოსტატობით შესრულებული. შეინიშნება ხალხური პოეზიის გავლენა, მაგრამ მის პოეტურ მემკვიდრეობას ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის გარკვეული მნიშვნელობა მაინც ენიჭება. გადამწერ-მწიგნობარი. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.169-172
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

