The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ლაშხი

ირაკლი ლაშხი
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1906
გარდაცვ. თარიღი:20 ნოემბერი, 1986  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიღმის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1929 წელს.

1929-1931წწ. განაწილებით მუშაობდა ხობის რაიონში ზოგადი პროფილის ექიმად. 1931-1941წწ. კვალიფიკაციის გავლის შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს (ყოფილი მიხეილის საავადმყოფო) პოლიკლინიკაში ყელ-ყურ-ცხვირის ექიმად. სამამულო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს ფრონტზე, სადაც გამოიჩინა თავი და დაიმსახურა ჯილდოები. ფრონტზე დაჭრის გამო მოათავსეს წყალტუბოს სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც, განკურნების შემდეგ დაინიშნა ჰოსპიტლის უფროსად. 1945-1986წწ. მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ყელ-ყურ-ცხვირის ექიმად. ექიმი - ოტორინოლარინგოლოგი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.241-243


გააზიარე: