The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მართა წერეთელი-დადიანი

მართა წერეთელი-დადიანი
ოფიციალური სახელი:მართა წერეთელი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

იმერეთის სახლთუხუცესის ზურაბ წერეთლის მეორე ასული, მართა ცოლად ჰყავდა ლევან V დადიანს (1791/1804-1846). იგი წყაროებში ჩვეულებრივ ასე იხსენიება: "სრულიად ოდიშისა და ლეჩხუმის დედოფალი მართა". ცნობილია მისი ინიციატივით დამზადებული ხელნაწერები. ერთ-ერთია იოანე სინელის "კლემაქსი", რომელიც 1822 წელს გადაუწერია გრიგოლ ბერს. ხელნაწერს ახლავს დამკვეთის ანდერძი: "მე, მთავრის დადიანის ლეონის მეუღლემან, სრულიად ოდიშ-ლეჩხუმთა-სვანთა-აფხაზთა დედოფალმან მართამ, დავაწერინე კლემაქსი და შევსწირე ნამარნევს ნათლის-მცემლის უდაბნოს, განსაძლიერებლად მეუღლისა ჩემისა და აღსაზრდელად ძეთა და ასულთა ჩემთათა და საოხად სულისა ჩემისა. და გამომწირველი ამისი და წამრთმევი ამისი შეჩუენებული იყოს წმიდის ნათლისმცემლისაგან, ამინ, ამინ". დედოფალ მართას ბრძანებით გადაუწერიათ მეტაფრასი და ბასილი დიდის "მიცვალება ღმრთისმშობლისა". ცნობილია, აგრეთვე მართა დედოფლის კუთვნილი ხელნაწერები: "თვენი",  ფსალმუნთა თარგმანები, "ქილილა და დამანა". მოღწეულია მისი ნამზითვი ნაბეჭდი "სახარება". მწიგნობარი, ლევან V დადიანის მეუღლე, დავით დადიანის დედა, ქეთევან წერეთელ-ბაგრატიონის და.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.168-169


გააზიარე: