The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოლომონ აბამელიქოვი

Other name:სოლომონ აბამელიქი
Date of birth:20 November, 1853
Date of death:20 November, 1913  (at 60 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა მოსკოვის მე-2 სამხედრო გიმნაზია 1871 წელს; სწავლობდა ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელში; მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი I თანრიგით 1874 წელს; მოგვიანებით დაამთავრა კურსი ოფიცერთა საარტილერიო სკოლაში.

1874-1876წწ. მსახურობდა მე-13 საარტილერიო ბრიგადაში, მეთაურობდა ასეულს და ბატალიონს; 1877-1878წწ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს მსახურობდა ალექსანდრეს საციხოვნო არტილერიის სამეურნეო ნაწილის გამგის ადიუტანტად; 1892-1894წწ. - ყარსის საციხოვნო არტილერიის მე-3 საარტილერიო ბატარეის მეთაური; 1898-1899წწ. - ბრესტ-ლიტოვსკის საციხოვნო არტილერიის I ბატარეის მეთაური; 1899 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1901-1902წწ. - დვინსკის საციხოვნო არტილერიის საალყო დივიზიონის მეთაური; 1902-1906წწ. - I საალყო-საარტილერიო პოლკის მეთაური; 1907 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება; 1906-1913წწ. - კოვნოს საციხოვნო არტილერიის მეთაური; 1913 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან წლოვანებით, მუნდირით და პენსიონით. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-ლეიტენანტი (1913).

წყარო: სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან/მ.ჯ. გოგიტიძე, გ.ა. ბეჟიტაშვილი, მ.ი. გოგოლაძე [და სხვა]. -თბ., 2024.-გვ.15-16

Awards and Honors

  • 1909 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1904 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1895 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1891 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
  • 1886 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1877 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)

Share: