The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ აბელოვი

Date of birth:25 October, 1835
Date of death:24 January, 1905  (at 69 years)
Burial location:კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

განათლება მიიღო კერძო დაწესებულებაში.

სამხედრო სამსახური დაიწყო 1850 წელს დაღესტნის ქვეით პოლკში რიგითად; 1852 წლიდან მსახურობდა უნტერ-ოფიცრად ქართულ პოლკში; მონაწილეობდა 1853-1856წწ. ყირიმის (აღმოსავლეთის) ომში; 1853 წლიდან - ოფიცერი; ომის შემდეგ - იმიერკასპიის მე-8 მსროლელი ბატალიონის მეთაური; 1872-1885წწ. 155-ე ყუბის ქვეითი პოლკის მეთაური; 1885 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1879-1880წწ. ყარსის ოლქის, ოლთისის ოკრუგის უფროსი; 1880-1891წწ. მე-8 სათადარიგო მსროლელი ბატალიონის მეთაური. 1891 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა სამხედრო სამსახურიდან. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1891).

წყარო: სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან/მ.ჯ. გოგიტიძე, გ.ა. ბეჟიტაშვილი, მ.ი. გოგოლაძე [და სხვა]. -თბ., 2024.-გვ.17-18

Awards and Honors

  • 1879 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1876 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ბაფთით)
  • 1869 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1864 - ოქროს ხმალი "მამაცობისთვის"
  • 1862 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (მახვილებით და ბაფთით)
  • 1859 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი (წარწერით "მამაცობისთვის")

Share: