| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიამარიამი იყო იმერეთის ბატონიშვილის არჩილის ასული, სოლომონ II-ის და. როგორც ჩანს, მარიამს ლიტერატურული ინტერესები ჰქონია. მოღწეულია მისი ერთი ლექსი ასეთი შენიშვნით: "მარიამ ბატონიშვილის, არჩილ მეფის ასულის თქმული". მარიამ ბატონიშვილი იმ პატრიოტულ-რომანტიკული სკოლის ლიტერატურული ტრადიციების გამგრძელებელია, რომელსაც საფუძველი ერეკლე მეორის ასულებმა ჩაუყარეს. წინაპართა მიერ წამოყენებული საკითხები გამოიყენეს და განავრცეს შემდგომი პერიოდის რომანტიკოსებმა. მაგალითად, ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი "ისმინეთ მსმენნო", რომელიც მარიამის ლექსით უნდა იყოს შთაგონებული. შეინიშნება შინაარსობრივი და ნაწილობრივ ტექსტობრივი თანხვედრაც. ორივეე პოეტი გამოხატავდა არსებული პოლიტიკური სიტუაციის და ერთი სოციალური წრის განწყობილებისა. ცნობილია XVIII საუკუნის "ლოცვანი", რომელიც ეკუთვნოდა "იმერთა მეფის სოლომონის დას, ბატონიშვილის არჩილის ასულს მარიამს". მწიგნობარი. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.163-165
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

