The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბარბარე ბარათაშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:დიდგვაროვანი, პოეტი

ბიოგრაფია

ლიტერატურულ სარბიელზე თავი გამოუცდია ანახანუმ დედოფლის (ანა ბარათაშვილი, თეიმურაზ II-ის მეუღლე) კიდევ ერთ დას, ბარბარეს. ცნობილია მისი ლექსი მზეჭაბუკ ორბელიანზე: "სიცრუითა დიდებულობ, მზაკვარობით მოგწონს თავი, მცბიერობ და მანკიერობ, ვერაგობით ხშირად ჰყვავი, ლექსი სხვა გაქვს და აზრი სხვა, ამითი ხარ შენაზავი, ცხოვლად ხედავ სატანასა, არას გარგებს შენ იგავი, სნეულებად ეს გჭირს ავი: ურცხვი იყავ და პირშავი". როგორც ცნობილია, მზეჭაბუკ ორბელიანი არაერთი პოეტის დაცინვისა და გაკიცხვის ობიექტი ყოფილა (მაგალითად, ბესიკისა და საიათნოვას ლექსები). როგორც ჩანს, მზეჭაბუკ ორბელიანს ბარბარე ბარათაშვილიც ულმობლად დაესხა თავს. მწიგნობარ ანასტასია ბარათაშვილის და.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.162-163


გააზიარე: