| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დალილა ხვედელიძე-მაჭარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტქნიკური ინსტიტუტის კვების მრეწველობის მანქანების და აპარატების ფაკულტეტი 1954 წელს. 1960-1968წწ. ჭიათურის "მარგანტრესტის" საპროექტო განყოფილების ინჟინერი, მექანიკური განყოფილების ინჟინერი; 1968-1975წწ. ქ. თბილისის "საქსახპროექტის" ტექნიკური განყოფილების ინჟინერი; 1975-1978წწ. ქ. თბილისის "თბომშენის" საწარმოო განყოფილების უფროსი-ინჟინერი; 1979-1987წწ. ქ. თბილისის N1 სკოლათაშორისო სასწავლო საწარმოო კომბინატის პედაგოგო; 1987-1992წწ. ქ. თბილისის ქარხანა "ისანის" საწარმოო განყოფილების ინჟინერი; კვალიფიკაციის გავლის შემდეგ 1992-2004წწ. მუშაობდა შპს აფთიაქში "ელენე" პროვიზორად. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.253-254
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

