The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გუგული ორჯონიკიძე

გუგული ორჯონიკიძე
ოფიციალური სახელი:სტეფანე ორჯონიკიძე
დაბადების თარიღი:1924
გარდაცვ. თარიღი:1978  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ანაგი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1949 წელს.

1949-1950წწ. მუშაობდა წითელწყაროს რაიონში, შემდეგ კარდანახის ღვინის ქარხანაში მეღვინედ, აფხაზეთის ღვინის კომბინატში მთავარ მეღვინედ, გურჯაანის ღვინის ქარხანაში ლაბორატორიის გამგედ, ანაგისა და ტიბაანის ღვინის ქარხნის უფროს მეღვინედ, წარმოების უფროსად და დირექტორად; 1976-1978 წლებში იყო სიღნაღის საწარმოო გაერთიანების მთავარი მეღვინე. მისი მუშაობის დროს შეიქმნა ისეთი ცნობილი ქართული ღვინოები, როგორიც არის: "კახური", "რქაწითელი", "ტიბაანი", "ანაგა", "ხირსა", "საამო". მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.163

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე

გააზიარე: