The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ნიკოლაიშვილი

გივი ნიკოლაიშვილი
დაბადების თარიღი:1925
გარდაცვ. თარიღი:1982  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის საავიაციო ტექნიკუმის მექანიკური ფაკულტეტი; თბილისის საკავშირო ვაჭრობის ეკონომიკის ინსტიტუტის ეკონომიკურ ფაკულტეტი ეკონომისტის კვალიფიკაციით 1953 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1965 წელს; მოსკოვის კვების მრეწველობის საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურა 1975 წელს.

1950-1982წწ. მუშაობდა სამტრესტის სისტემაში: 1950-1974წწ. თბილისის N1 ღვინის ქარხანა, მთავარი მეღვინე, დირექტორი, 1974-1982წწ. "თბილღვინოს" გენერალური დირექტორი; 16 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.164

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები)
  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე

გააზიარე: