The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნონა მამულაშვილი

ნონა მამულაშვილი
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1977  (49 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მრეწველობის მართვის სპეციალობით 1999 წელს; ვესტმინსტერის უნივერსიტეტი - სპეციალობა: დიპლომატიურ მეცნიერებათა მაგისტრი 2003 წელს; პარიზის სორბონის უნივერსიტეტი - სპეციალობა: ისლამური ცივილიზაცია, არაბები 2005 წელს.

2007-2013წწ. მუშაობდა ბრიტიშ-ამერიკან ტობაკოს კავკასიის წარმომადგენლობაში; 2012-2015წწ. იყო საქართველოში ფაიზერის წარმომადგენლობის რეგიონული დირექტორი; 2015-2020წწ. "ფილიპ მორის საქართველოში"; 2020-2022წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2022 წლის 16 ნოემბერს შეუწყდა უფლებამოსილება მას შემდეგ, რაც თავად გააკეთა განცხადება პარტიისა და პარლამენტის დატოვების შესახებ.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2022)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, წევრი (2021-2022)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2021-2022)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", წევრი (2021-2022)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2021-2022)

გააზიარე: