The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე ჯანჯღავა

კოტე ჯანჯღავა
სხვა სახელი:კონსტანტინე ჯანჯღავა
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1970
გარდაცვ. თარიღი:30 აგვისტო, 1992  (22 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1988 წელს გაწვეული იქნა საბჭოთა კავშირის ჯარების მესაზღვრეთა ნაწილში ქ. ლენინაკანში. სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გადმოყვანილ იქნა საქართველოში. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მოვალეობის მოხდამდე ექვსი თვით ადრე მიატოვა სამსახური ჯარში. ჩამოვიდა თუ არა თბილისში ჩააბარა ინსტიტუტში, მოეწყო ეკონომიკის ფაკულტეტზე. პარალელურად გაერთიანდა "თეთრი გიორგის" მებრძოლთა რიგებში. ასევე იყო "შავნაბადას" ბატალიონის კონტრდაზვერვის უფროსი. საქართველოს ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბების დღიდან იბრძოდა ყველგან-შიდა ქართლსა და აფხაზეთში, ამის შემდეგ მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული სამმართველოს განყოფილების უფროსად. წოდებით იყო კაპიტანი. დაიღუპა 1992 წლის 30 აგვისტოს, გაგრაზე შტურმის დროს, სოფელ კოლხიდასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.546-547; შექმენი შენი ისტორია: mematiane.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: