| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია პეტრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სხვავი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ამბროლაურის ზოოვეტერინალური ტექნიკუმი; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ღვინის წარმოების ტექნოლოგის სპეციალობით 1951 წელს. დიდი სამამულო ომის მონაწილე; 1953-1954წწ. იყო ვანის ღვინის ქარხანის ტექნოლოგი; 1954 წელს გუდაუთის ღვინის ქარხანის სპირტის საამქროს ტექნოლოგი; 1959-1961წწ. გაგრის ღვინის ქარხანის ინჟინერ-ტექნოლოგი; 1961-1970წწ. სოფელ ბადიაურის ღვინის ქარხანის უფროსი მეღვინე, ქარხნის დირექტორი; 1970-1974წწ. საგარეჯოს ღვინის ქარხნების (საგარეჯო, მანავი, ხაშმი, ბადიაური) გაერთიანების გენერალურ დირექტორი; 1974-1993წწ. ბადიაურის ღვინის ქარხანის დირექტორი, მთავარი მეღვინე. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.166 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

