The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოჩა ბაკურაძე

გოჩა ბაკურაძე
Date of birth:3 October, 1965  (60 years)
Category:Engineer, Lawyer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა; ქუთაისის N3 სამუსიკო სასწავლებელი; მიიღო უმაღლესი ტექნიკური განათლება ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით; უმაღლესი იურიდიული განათლება (სამართალმცოდნეობა); კვალიფიკაცია აიმაღლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის კათედრაზე; 2007 წელს გაიარა ჯანდაცვის სერვისის ჰოსპიტალური სექტორის გადამზადების სახელმწიფო სასწავლო პროგრამა.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქუთაისის ავტოსატრანსპორტო გაერთიანების სისტემაში პასუხისმგებელ თანამდებობებზე; ასევე საქართველოს შს სამინისტროს სტრუქტურებში ოპერატიულ–სამძებრო სამსახურებში, სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე; ქ. ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის კათედრაზე უფროს მასწავლებლად; ასევე ქუთაისის აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორად; 2006 წლიდან არის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.40


Share: