The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი კეთხუდოვი

Date of birth:24 October, 1868
Date of death:1916  (at 47 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ტფილისის გუბერნიაში.

დაამთავრა პავლოვსკის I სამხედრო სასწავლებელი I თანრიგით 1889 წელს.

სამხედრო სამსახური დაიწყო 1887 წელს ეკატენოსლავის ლაიბ-გრენადერთა I პოლკში. თანმიმდევრულად მიენიჭა პოდპორუჩიკის (1888), გვარდიის პოდპორუჩიკის (1889), პორუჩიკის (1893), შტაბს-კაპიტნის (1899) და კაპიტნის (1901) სამხედრო წოდებები. იყო საპოლკო ადიუტანტი, მეთაურობდა ასეულს და ბატალიონს. 1906 წელს ჩაირიცხა იმპერატორის ამალაში. 1909 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1911-1915წწ. მსახურობდა ლაიბ-გვარდიის მე-3 მსროლელი პოლკის შტაბ-ოფიცრად. თავის პოლკთან ერთად მონაწილეობდა 1914-1918წწ. პირველ მსოფლიო ომში. 1915-1916წწ. მსახურობდა ჰელსინგფორსის კომენდანტად. დაჯილდოებული იყო ორდენებით: 1896 - ბულგარეთის წმინდა ალექსანდრეს V ხარისხის ორდენი (1896), საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით - კავალერთა ჯვარი (1897), რუმინეთის ვარსკვლავის IV ხარისხის ორდენით (1898), იტალიის გვირგვინის ოფიცერთა ჯვრის ორდენით (1902). გენერალ-მაიორი (1916).

წყარო: სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან/მ.ჯ. გოგიტიძე, გ.ა. ბეჟიტაშვილი, მ.ი. გოგოლაძე [და სხვა]. -თბ., 2024.-გვ.75-76

Awards and Honors

  • 1915 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1913 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებით და ბაფთით)
  • 1910 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1900 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1896 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებით)

Share: