| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. წითელწყარო. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1951 წელს. 1951-1972წწ. მუშაობდა თბილისის კონიაკ-არყის ქარხანაში: კონიაკის საამქროში სპეციალისტად, საძველო საამქროს ინჟინერ-ტექნოლოგად, სპირტის გამოხდის საამქროს უფროსად, საძველო საამქროში ტექნოლოგად, ტექკონტროლად, საწარმოო უბნის უფროსის მოადგილედ, საძველო საამქროს უფროსის მოადგილედ; საზღვარგარეთ კონიაკის სპეციალისტად; კონიაკის ქარხნის საძველო საამქროს უფროსად; 1972-1993წწ. სამტრესტის კონიაკის წარმოების მთავარი ტექნოლოგი. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999.-გვ.169 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

