The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ რობაქიძე

ოთარ რობაქიძე
დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:1990  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოგნი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1950 წელს.

1950-1951წწ. ნასაკირალის ჩაის ფაბრიკა, მორიგე ტექნოლოგი; 1951-1952წწ. თბილისის უალკოჰოლო სასმელების ქარხანა, ტექნიკური კონტროლის უფროსი; 1953-1956წწ. ფოთის ღვინის ქარხანა, ლაბორატორიის გამგე; 1956-1962წწ. თბილისის ლიქიორ-არყის ქარხანა, რექტიფიკაციის საამქროს უფროსი, ქარხნის დირექტორი; 1962-1987წწ. კონიაკის ქარხნა, დირექტორი; 1987 წლიდან მცხეთის ღვინის კომბინატი, დირექტორის მოადგილე. მისი ხელმძღვანელობით გაფართოვდა და სრულყოფილი გახდა თბილისის კონიაკის ქარხანა. რაციონალიზატორი, მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. 

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.170

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ კავშირის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე

გააზიარე: