| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან მუხუზლა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ტექნოლოგიისა და მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი ინჟინერ–ტექნოლოგის ბაკალავრის კვალიფიკაციით 1997 წელს; ნარბონის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა ღვინის ტექნოლოგის სპეციალობით 1995 წელს. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა, ბიზნესის მართვის მაგისტრის კვალიფიკაციით 2010 წელს. 1997-2003წწ. იყო ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის ხარისხის კონტროლის უფროსი; 2003-2007წწ. ს/ს ბაგრატიონი 1882 წ., წარმოების უფროსი; 2007-2013წწ. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თამჯდომარის მოადგილე; 2013-2015წწ. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი; 2015-2018 წ. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობა-მეღვინეობის ანალიზისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსი; 2018 წლიდან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე (2018 წლის 21 სექტემბრიდან). წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდი: wine.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

