The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ჯვართავა

ვასილ ჯვართავა
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1969
გარდაცვ. თარიღი:15 იანვარი, 1993  (23 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ საიმედოს სასაფლაო, ბაღდათის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯურუყვეთი, ლანჩხუთის რაიონი.

1987-1992 წლებში სწავლობდა ახალციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის აგრონომიულ ფაკულტეტზე. 1987-1989 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1992 წლის სექტემბერში მოხალისედ ჩაირიცხა საქართველოს ეროვნული გვარდიის "ავაზას" ბატალიონში. იყო ზემდეგი, ტანკისტი. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 15 იანვარს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.555


გააზიარე: