The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტრისტან ჯიოშვილი

ტრისტან ჯიოშვილი
Date of birth:15 June, 1952
Date of death:26 August, 1992  (at 40 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქურთა, ცხინვალის რაიონი.

დაამთავრა ილია წინამძღვრიშვილის სახელობის სოფლის მეურნეობის ტექნიკუმი მეფუტკრეობის სპეციალობით 1970 წელს.

მუშაობდა სოფელ ერედვის მეფუტკრეობის მეურნეობაში უფროს ინსტრუქტორად. 1971-1979 წლებში მსახურობდა ფსკოვის სადესანტო დივიზიასა და შინაგან საქმეთა ორგანოებში. 1977-1988 წლებში იყო საბჭოთა კავშირის სამხედრო ოფიცერი. 1992 წლის 1 მარტიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის (გვარდია) "შავი ავაზას" ბატალიონში, ბატალიონის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, იბრძოდა სამაჩაბლოში. 1992 წლის 14 აგვისტოს ბატალიონი "შავი ავაზა" იმყოფებოდა აფხაზეთში. დაიღუპა 1992 წლის 26 აგვისტოს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.556


Share: