| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ კეკელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით 1952 წელს; საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1961 წელს. 1953-1961წწ. მუშაობდა საქართველოს გეოლოგიური საამართველოში სპეციალობით სხვადასხვა თანამდებობაზე; 1961-1963წწ. ქვემო ჭალის ღვინის ქარხანის უფროს ოსტატად; 1963-1965წწ. მცხეთის ქარხსამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1965 წლიდან ოკამის ღვინის ქარხნის დირექტორად; საწარმოო გაერთიანება "თბილღვინოს" გენერალურ დირექტორად 1992 წლამდე. იგი იყო ოკამის ღვინის ქარხნის დამაარსებელი, პირველი დირექტორი, რისთვისაც ამ ქარხანას 1994 წელს მიენიჭა თენგიზ კეკელიძის სახელი და იქ დაიდგა მისი ბიუსტი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.174
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

