The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია კოვზირიძე

ილია კოვზირიძე
დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1972
გარდაცვ. თარიღი:ივლისი, 1993  (20 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაამთავრა 1992 წელს ლანჩხუთის ინდუსტრიული კოლეჯი 1992 წელს.

ილია კოვზირიძე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ლეგიონში მსახურობდა. იყო არტილერისტი, ნაღმსარტყოცნის მემიზნე. იბრძოდა ჯერ სამაჩაბლოში, 1992 წლის 13 აგვისტოდან აფხაზეთში. მონაწილეობას იღებდა ეშერასთან, ტამიშთან, კელასურთან ბრძოლებში. 1993 წლის 2 ივლისს მისმა ნაწილმა მიიღო ტამიშთან გადმოსხმული დესანტის პირველი, მოულოდნელი დარტყმა. დაიღუპა 1993 წლის ივლისში სოფელ ლაბრასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.563

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: