| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სეფე ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფია1917 წელს ირიცხებოდა რუსეთის იმპერიის არმიის მე-14 კავკასიური მსროლელი დივიზიის პოდპორუჩიკად. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, შემდეგ მსახურობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯარში, შტაბს-კაპიტნის წოდებით მეთაურობდა №3 ჯავშნოსან მატარებელს. 1920 წელს სცადა წინააღმდეგობა გაეწია აზერბაიჯანში შეჭრილი წითელი არმიის ნაწილებისთვის. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ მეთაურობდა ე. წ. სპარსეთის საბჭოთა რესპუბლიკის ბრიგადას (სპარსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ცნობილია, როგორც გილანის საბჭოთა რესპუბლიკა, ეს იყო ხანმოკლე საბჭოთა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ჩრდილოეთ ირანში (გილანის ოსტანი), რომელიც 1920 წლის ივნისში დაარსდა. რესპუბლიკა არსებობდა 1921 წლის სექტემბრამდე, საბჭოთა რუსეთის მხარდაჭერითა და წითელი არმიის დახმარებით, ადგილობრივი "ჯანგალის" მოძრაობის ბაზაზე). 1921 წლიდან მუშაობდა საქართველოს "სახკინმრეწვში". მონაწილეობდა ფილმებში: "ჯანყი გურიაში" (რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა, 1928 წელი), "საბა" (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, 1929 წელი), "ნახვამდის" (რეჟისორი გიორგი მაკაროვი, 1934 წელი), "არსენა" (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, 1937). რეპრესირებული იქნა 1937 წელს. (სეფე ფარნაოზის ძე ლორთქიფანიძე). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; kinoteka.ge (ფოტო); news.day.az; nobility.pro ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

