| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულისაშვილი ელიზბარ![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1953 წელს. 1953-1978 წლებში მუშაობდა თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში პასუხისმგებელ თანამდებობზე: 1953-1958წწ. საგარეჯოს ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ; 1958-1969წწ. წინანდლის ღვინის ქარხანაში რიგით მეღვინედ, მთავარი მეღვინის მოადგილედ, მთავარ მეღვინედ; 1969-1974წწ. სამტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსად; 1975-1978წწ. ბოლნისის ღვინის ქარხანაში მთავარ ინჟინრად; 1978-1981წწ. მარნეულის საწარმოო გაერთიანების მთავარ მეღვინედ, მანავის ღვინის კომბინატის დირექტორად; მონაწილეობდა სხვადასხვა სამარკო ღვინოების შექმნაში; იყო საკავშირო სადეგუსტაციო კომისიის საპატიო წევრი; მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.183 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

