| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1956 წელს; სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1963 წელს. 1957-1969 წლებში მუშაობდა ღვინის ქარხანაში ბრიგადირად, პასუხისმგებელ მეღვინედ, მთავარ მეღვინედ; 1969-1974 წლებში იყო ზესტაფონის საწარმოო გაერთიანების დირექტორი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.186
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

