The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინე ალექსიძე

მარინე ალექსიძე
Date of birth:12 September, 1961  (64 years)
Category:Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1983 წელს; გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიზნობრივი ასპირანტურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1987 წელს. გავლილი აქვს სპარსული ენისა და ლიტერატურის ტრენინგ-კურსები ირანის ისლამური რესპუბლიკის ისპაჰანისა (1996) და თეირანის (2016) უნივერსიტეტებში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: სპარსული ენა, სპარსულ-ქართული ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობები, ირანის ძველი რელიგიები: ისტორია და თანამედროვეობა, სუფიზმი და სპარსულ სუფიური ლიტერატურა, სპარსული პოეტიკა. მან შეადგინა რამდენიმე სახელმძღვანელო სპარსული ენისა და ლიტერატურის თეორიის საკითხებზე. მისი კვლევის სფერო მოიცავს სპარსული ლიტერატურის თეორიის საკითხებსა და სპარსულ-ქართული ურთიერთობების ლიტერატურულ, რელიგიურ და კულტურულ ასპექტებს. იგი ავტორია არაერთი წერილისა სპარსული პოეტიკის საკითხებზე, რომელთა ნაწილი შევიდა მის მიერ მომზადებულ სპარსული პოეტიკის სახელმძღვანელოში "სპარსული პოეტიკა" (2018). მისი კვლევა სპარსულ-ქართული ურთიერთობების საკითხებზე ორ მიმართულებას მოიცავს: ერთის მხრივ, მისი ინტერესის საგანია ირანში მცხოვრები ეთნიკური ქართველები, რომლებიც ირანის მეფეთა და დიდებულთა კარზე წარმატებით მოღვაწეობდნენ. მეორე მიმართულება მე-19 საუკუნის თბილისის ირანული თემის ყოფისა და საქმიანობის მრავალმხრივ კვლევას გულისხმობს, მათ შორის ისეთ საკითხებს, როგორიცაა XIX ს. თბილისის "აზიური" უბანი, აქ მცხოვრებ ირანელთა პროფესიული ჯგუფები და, განსაკუთრებით, სპეციფიკურად "სპარსული" პროფესიები (მექისეები, თულუხჩები, მირზები, საზანდრები). თბილისი, როგორც ირანელ პოლიტიკურ ემიგრანტთა თავშესაფარი, ირანელების საქველმოქმედო საქმიანობა თბილისში და მრავალი სხვა. მნიშვნელოვანია მისი წვლილი სპარსული წყაროების შესწავლის საქმეში. მან შეკრიბა და თარგმნა ყაჯარული პერიოდის (1794-1925) სამოგზაურო და მემუარული ლიტერატურის 63 თხზულების საქართველოსთან დაკავშირებული ეპიზოდები "საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ წყაროებში. სამოგზაურო და მემუარული ლიტერატურა" (2016). აქტიურად მონაწილეობს ქართულ და საერთაშორისო საგრანტო პროექტებში, მათ შორის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის RESEARCH SUPPORT SCHEME-ის, INTAS-ის, FARIG-ის და ბრიტანეთის აკადემიის პროექტებში. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1987), ფილოლოგიის დოქტორი (2006), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი (1996-2006). 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

Bibliography


Share: