| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან რუსია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქოლობანი, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1937 წელს. 1937-1938წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკის ბავშვთა ქირურგიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1938-1940წწ. ქ. ხაშურის პოლიკლინიკის ექიმი-ქირურგი და ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი-ქირურგი; 1940-1941წწ. ქ. ხაშურის სასწრაფო დახმარების გამგე; 1941 წლიდან ქ. ხაშურის რაისაავადმყოფოს გამგე და ამავდროულად ქირურგიული განყოფილების და სისხლის გადასხმის ფილიალის გამგე; 1941-1945წწ. ევაკოჰოსპიტლის ქირურგიული განყოფილების უფროსი; 1946-1947წწ. ხაშურის სამედიცინო სასწავლებლის დირექტორი, შეთავსებით - მოზრდილთა პოლიკლინიკის ქირურგი; 1947-1948წწ. სურამის საკურორტო სამმართველოს დირექტორი; 1948-1949წწ. სურამის საექიმო უბნის გამგე; 1949-1958წწ. ხაშურის პოლიკლინიკის ქირურგი; 1958-1976წწ. სურამის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ხოლო შეთავსებით განყოფილების გამგე; მან კვალიფიკაცია აიმაღლა ტრავმატოლოგიაში ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში 1957 წელს; 1958 წელს დააარსა სურამის ორთოპედ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფო და 18 წლის მანძილზე იყო მისი უცვლელი ხელმძღვანელი; მის დამსახურებად ითვლება საავადმყოფოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, სამედიცინო კადრების შერჩევა-დაკომპლექტება და მკურნალობის თანამედროვე, პროგრესული მეთოდების დანერგვა; მისი ორგანიზებით საავადმყოფო აღმოსავლეთ საქართველოს 8 რაიონს უწევდა აქტიურ სამსახურს; ომის შემდეგ დიდი პასუხისმგებლობით ასრულებდა პარტიულ და საზოგადოებრივ დავალებას. დაჯილდოებული იყო მედლებითა და ორდენებით, საპატიო სიგელებითა და მადლობებით. მისი გარდაცვალების შემდეგ დაბა სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოს ეწოდა ვ. რუსიას სახელი. მინიჭებული ჰქონდა "პირველი კატეგორიის ტრავმატოლოგ-ორთოპედის" წოდება (1967), ექიმი-ტრავმატოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი საქართველოში. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.315-316 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

