| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამინ აბლოთია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა გალის შოთა რუსთაველის სახელობის პირველი საშუალო სკოლა; შვერნიკის სახელობის მოსკოვის შრომის ეკონომიკისა და სოციოლოგიის აკადემია 1965 წელს; მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეწეოდა ნაყოფიერ საზოგადოებრივ პოლიტიკურ მუშაობას აფხაზეთის სხვადასხვა რეგიონში, ქალაქებში: გალი, ტყვარჩელი, სოხუმი; იმყოფებოდა ხელმძღვანელ კომკავშირულ სამუშაოზე ტყვარჩელში; 1962 წელს არჩეულ იქნა სოფლის მეურნეობის პროფკავშირის გალის რაიკომის თავმჯდომარედ; 1967 წელს სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარედ; სახელმწიფო დაწესებულებების პროფკავშირის სოხუმის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარედ; ბოლო წლებში მუშაობდა აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროს აპარატში; არაერთხელ იყო არჩეული პარტიულ პროფკავშირულ და კომკავშირის საოლქო და რესპუბლიკურ ორგანოებში; პროფკავშირების რესპუბლიკური და საკავშირო ყრილობების დელეგატად; 1974 წლიდან იწყებს პედაგოგიურ-სამეცნიერო მოღვაწეობას საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, სადაც გაიარა ეტაპები უფროსი მასწავლებლის, დოცენტის, პროფესორის, კათედრის გამგისა და პრორექტორის; 1991-1992წწ. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სოხუმის ფაკულტეტის დეკანი, შემდგომში კი მისი პრორექტორია; მონაწილეობდა საკავშირო და საერთაშორისო სიმპოზიუმებში, თეორიული და ეკონომიკის აქტიურ საკითხებზე; მოსკოვში მოხსენებით საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტისა და ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერეციებზე, რომელიც დაიბეჭდა შრომებად; მის შრომებში თეორიული პრობლებების განზოგადება ხდება საქართველოს ეკონომიკის თანამედროვე პირობების რეალური მდგომარეობის ღრმად შესწავლის საფუძვლებზე. ამ და სხვა საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 65 სტატია და 4 მონოგრაფია: "თეორიული ეკონომიკის საფუძვლების" სახელმძღვანელო, პროფესორ სალიასთან ერთად მეთოდური ხასიათის ნაშრომი "ლექტორის ხელოვნება", "სტუდენტის ცნობარი"; მიჰყავდა ლექციების კურსი ეკონომიკურ თეორიაში სოხუმში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტისა და აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სოხუმის დაცემის შემდეგ მისი ინიციატივით დაფუძნდა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტი, რომელმაც მოკლე პერიოდის განმავლობაში მნიშენელოვან წარმატებებს მიაღწია და გახდა აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მრავალპროფილიანი კადრების მძლავრი მზადების კერა. აკადემიკოსი, თეორიული ეკონომიკის სპეციალისტი, საქართველოს ნ. ნიკოლაძის (ყოფილი სოხუმის ი. ვეკუას) სახელობის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1991). წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.115; ფოთის მერია: facebook.com Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

