| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზისა ბუსკივაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატი ფილოლოგის ბაკალავრის აკად. ხარისხით 2003 წელს; ფილოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრის აკად. ხარისხი 2005 წელს; დაასრულა იზმირის 9 სექტემბრის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის განყოფილება 2007 წელს. 2007-2020წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათა შემსწავლელი ცენტრის თურქული ენის მასწავლებელი; 2015-2019წწ. ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის თურქოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2024 წლიდან ხაზარის უნივერსიტეტის კულტურული ანთროპოლოგიისა და ფოლკლორის ინსტიტუტის წევრი (აზერბაიჯანი, ბაქო); 2025 წლიდან ო. ჰალისდემირის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის "Uluslararsı Türk Dünyası Araştırmalrı Dergisi" სარედაქციო საბჭოს წევრი (თურქეთი, ნიღდე); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს შემდეგ საუნივერსიტეტო კურსებს: შუა სს. და ახალი თურქული ლიტერატურის ისტორია, უახლესი თურქული ლიტერატურის ისტორია, თურქული ფოლკლორი, მსოფლიო ლიტერატურის პროცესები და თურქული ლიტერატურის კვლევის თანამედროვე მეთოდები, ლექსმცოდნეობის პრინციპები და თურქული პოეტიკა, თანამედროვე თურქული ლიტერატურის შედევრები ქართულად, თურქ ხალხთა ლიტერატურა (აზერბაიჯანული, ყაზახური, ყირგიზული, უზბეკური, თურქმენული ლიტერატურის მაგალითზე); მისი კვლევის სფეროებია: ახალი და უახლესი თურქული ლიტერატურის ისტორია, თურქული ფოლკლორი, თურქულენოვან ხალხთა ლიტერატურა, განსაკუთრებით, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის მწერლობა; აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში; არის თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის გრანტოსანი (2022), შეყვანილია "დედე ქორქუთის" მკვლევართა სიაში, რომელიც აერთიანებს მთელი მსოფლიოს მკვლევრებს (2025). აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი (2020). ფილოლოგიის დოქტორი (2014). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

